პირდპაირ მარკეტინგული
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე თანხმობით თქვენ კომპანიას აძლევთ უფლებას მოამზადოს და შემოგთავაზოთ სპეციალურად თქვენს ინტერესებზე მორგებული -საინტერესო შეთავაზები, ფასდაკლებები,სიახლეები, შეტყობინებები და სხვა ტიპის შეთავაზებები
პირდაპირ მარკეტინგზე ვერიფიცირების გზით თანხმობის გამოხატვა არ არის სავალდებულო. მომხმარებელი უფლებამოსილია უარი თქვას ვერიფიკაციის გავლაზე ან გააუქმოს იგი ნებისმიერ დროს.
ვერიფიკაციის გაუქმების ანუ პირდაპირ მარკეტინგზე თანხმობის გახმობის შემთხვევაში მომხმარებელი ვეღარ ისარგებლებს ურბან თეილსის მიერ სპეციალურად ვერიფიცირებული მომხმარებლებისთვის მომზადებელი შეთავაზებებით. ვერიფიკაციის გაუქმება არ ზღუდავს მომხმარებელს კიდევ ერთხელ გაიაროს ვერიფიკაცია.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით შეიძლება დამუშავდეს თქვენს მიერ ჩვენთვის გადმოცემული ნებისმიერი მონაცემი, მათ შორის პერსონალური მონაცემები - ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა და სხვ. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავება ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ კომპანიისგან სხვადასხვა ტიპის თქვენზე მორგებულ მარკეტინგულ შთავაზებებს და შეტყობინებებს.
პირდაპირ მარკეტინგზე თანხმობა შეგიძლიათ გასცეთ რეგისტრაციის პროცესის დროს, ვერიფიცირებით ან სხვა შემთხვევებში.
მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა ურბან თეილისგან გამოიხმოს მის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ, ურბან თეილსი შეწყვეტს მომხმარებლისათვის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.
მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობის გამოხმობა ხდება ურბან თეილისი ვებგვერდზე პირად ანგარიშში შემდეგი გზით:
• მომხმარებლის პირად ანგარიშში მითითებულია ღილაკი „switch on/off“ რომლის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს განაცხადოს თანხმობა/უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ინფორმაციის დამუშავებაზე, სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ SMS&Email შეტყობინებების მიღებაზე.
• ურბან თეილსი ვალდებულია მომხმარებლის მიერ თანხმობის გაცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღრიცხოს და შეინახოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
• მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს ურბან თეილსს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ
ცხოველების საყვარელი ადგილი